თბილისში, პოლიციის მაიორმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა

25.03.21 19:33
თბილისში, პოლიციის მაიორმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა, მაიორმა კუთვნილი პნევმატური იარაღით, სავარაუდოდ  თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით,  სამსახურში წასვლის წინ მას მობილურ ტელეფონზე დაურეკეს, ამის შემდეგ გავიდა სახლიდან და გაისროლა. 

როგორც "ტვ.პირველს" შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყეს. 

მსგავსი სიახლეები