ვინ არის კახეთში ჩაცხრილული მამაკაცი - მოკლულის ოჯახის პირველი კომენტარი

25.03.21 17:01
ვინ არის კახეთში ჩაცხრილული მამაკაცი - მოკლულის ოჯახის პირველი კომენტარი

გურჯაანში დღეს მოკლილი მამაკაცი იმედა ჩიქობავაა. ის სოფელ ჩუმლაყში სამუშაოდ სამეგრელოდან სამი თვის წინ ჩავიდა.

ოჯახს მომხდარის დეტალებზე საუბარი უჭირს. "ტვ პირველი"  კახეთში  ჩაცხრილული მამაკაცის დედასა ესაუბრა, თუმცა ოჯახმა არ იცის ვისთან მუშაობდა მათი შვილი.

"5 დღის წინ დამირეკა, მომიკითხა, მკითხა თავს როგორ ვგრძნობდი. მითხრა, რომ თავადაც კარგად გრძნობდა თავს. დღეს დილით კი შემატყობინეს ეს ამბავი"- აცხადებს მოკლულის დედა.

ჩახრილილი მამაკაცის ძმა არ გამორიცხავს, რომ მისი ძმა "სხვის ნაცვლად მოკლეს".  

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის მალხაზ ბადუაშვილის ლიკვიდაცია სურდათ, თუმცა შეეშალათ და იმედა ჩიქობავა ჩაცხრილეს. 

ატმების ბაღში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალებზე საუბარი უჭირს ერთ-ერთ დაჭრილ მამაკაცს.   მურმან მესხიამ არ იცის თუ რამდენი პირი მონაწილეობდა თავდასხმაში. მესხია თბილისში უკვე გადმოიყვანეს, მას ტყვია თვალში აქვს მოხვედრილი. 

შემთხვევის ადგილზე კი უკვე რამდენიმე საათია საგმოძებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა ვინ ჩაცხრილა 4 პირი მანქანაში ამ დრომდე პოლიციას ეჭვმიტანილი და დაკავებული არ ჰაყვს.