უბრალოდ არ ახსოვდა, ერთი თეთრი არ აქვს აღებული - ზურა ხაჩიძე "გადამალული ქონების" სკანდალზე

25.03.21 18:25
 უბრალოდ არ ახსოვდა, ერთი თეთრი არ აქვს აღებული - ზურა ხაჩიძე "გადამალული ქონების" სკანდალზე

სამცხე -ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე, ზურა ხაჩიძე, "ტვ. პირველთან" განმართავს, რატომ არ შეიყვანა ქონებრივ დეკლარაციაში მისი მეუღლის, ხათუნა ჟორდანიას სახელზე რეგისტრირებული კომპანია.

სახელმწიფო რწუნებულის მოადგილე, ამბობს, რომ კომპანია არამომგებიანია და მის ოჯახს "ერთი თეთრი არ აუღია". 

 როცა დეკლარაციას ვავსებ, ვეკითხები-ხოლმე ხათუნას, ნინის, რამე ხომ არ გამომრჩა, სადმე წილი ხომ არ აქვთ, მე ეს კანონი კარგად ვიცი, ეს კონკრეტული საქმიანობა მისთვის შემოსავლის მიღების წყარო არ ყოფილა არასდროს, თუ ჩაიხედავენ საჯარო რეესტრის განაცხადში, არც ერთი თეთრი არ აქვს მიღებული. უბრალოდ, არ ახსოვდა. როგორც ხდება-ხოლმე საქართველოში, დაარსე კომპანია და ვერ იმუშავა -  ამბობს ზურა ხაჩიძე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" დაადგინა, რომ ზურაბ ხაჩიძემ 2020 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე, ნატალია ჟორდანია, არის
დირექტორი და ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში: შპს “ივენთ კომპანი ნან - Event Company NAN” - 50% წილი, დირექტორი
და შპს “ტრანსატლანტიკი და პარტნიორები” - 25% წილი, რაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაა.

კვლევის თანახმად სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა დეკლარაციები ხარვეზებით არის შევსებული. კვლევის თანახმად, 46 მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირიდან ათმა დეკლარაცია ხარვეზებით შეავსო, საიდანაც 7 შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მარვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია, 4 შემთხვევაში კი, საერთოდ არ აქვს დეკლარირებული მისი, ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული კომპანიები.