თბილისში მეწყრული ზონა იზრდება, ამჯერად ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელი გზა დაიკეტა

25.03.21 18:54
თბილისში მეწყრული ზონა იზრდება, ამჯერად ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელი გზა დაიკეტა

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც თბილისის მერია პრევენციული ზომების მიღებას გეგმავს.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 25 მარტის 21:00 საათიდან, 26 მარტის 08:00 საათამდე, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.