პოლიციის მობილიზება ბაგები-წყნეთის გზატკეცილზე - არსებობს მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე

25.03.21 19:55
პოლიციის მობილიზება ბაგები-წყნეთის გზატკეცილზე - არსებობს მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე

ბაგები-წყნეთის გზატკეცილზე მეწყერის ახალი კერა გაჩნდა - "ტვ.პირველის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, რომ საპატრულო პოლიციას წყნეთთან დამაკავშირებელი  ცენტრალური გზა  ნაწილობრივ აქვს გადაკეტილი. არსებული ინფორმაციით, კლდეზე ნაპრალები გაჩნდა და არსებობს მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე. 

"ტვ. პირველის" ინფორმაციით, ცოტა ხანში წყნეთი-თბილისის გზაზე მერიის მაღალჩინოსნები უნდა მივიდნენ.  

ცნობისთვის, ეს ტერიტორია ადრეც დაიმეწყრა, თუმცა შემდეგ ბეტონის შემაკავებელი ჯებირი ააშენეს.