გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

26.03.21 10:29
 გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. " თავასუფალი საქართველოს" ყოფილი ლიდერი 8 დღეა შიმშილობს. ადვოკატი შიშობს, რომ გადატანილი რთული ოპერაციების და შაქრაიანი დიაბეტის  ფონზე, შესაძლოა, პოლიტიკოსის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს და ის კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდეს.

ადვოკატი დღეს ციხის ადმინისტრაციას წულაიას საპატიმროს სამედიცინო დაწესებულაბაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავს.

გუშნ რომ ვნახე არის აშკარად დაკლებული და იმ დონეზე, რომ მეტყველებაც კი უჭირს. ვიზუალურადაც კი ტოვებს მძიმე შთაბეჭდილებას. შიმშილობს, არ მიუღია არცერთი სახის კვების პროდუქტი, არ ღებულობს მედიკამენტებს, რაც შემაშფოტებეია, იმიტომ, რომ ექიმმაც და ოჯახის წევრებმაც მითხრეს, რომ ასეთ სიტუაციაში ყოველ წუთში შეიძლება კომაშ ჩავარდეს, - ამბობს წულაიას უფლებამდაცველი, ვალერი გელბახიანი.

გოგი წულაიას ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას გამოძიება მეგობარი ქალის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობას ედავება. თავად წულაია თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს.