გამოვლენილია ხელისუფლების აგენტ-პროვოკატორი ქალი - ფინანსური პოლიცია მორიგ სკანდალში ეხვევა

26.03.21 11:26
გამოვლენილია ხელისუფლების აგენტ-პროვოკატორი ქალი - ფინანსური პოლიცია მორიგ სკანდალში ეხვევა

ხელისუფლების აგენტ პროვოკატორი ქალი, რომელიც 8 საქმეში  ფიგურირებს - პროკურატურა და ფინანსური პოლიცია ახალ სკანდალში ეხვევა. აგენტი ირინოლა ერისთავი "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოვლინა. 

აგენტ- პროვოკატორს სამი სახელი და გვარი აქვს. ე.წ. მსხვერპლს ის სოციალური ქსელის მეშვეობით ირინოლა ერისთავის, ან ნინო ყანჩაველის  სახელით ეცნობა, თუმცა მისი რეალური სახელი და გვარი თამარ ჭანიშვილია. ჭანიშვილი მსხვერპლთან მჭიდრო ურთიერთობაში  შედის და კანონის გვერდის ავლით მის თვალთვალს იწყებს. 

ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ ხელისუფლება ამ ქალბატონის მეშვეობით იმ ადამიანების ციხეში გაშვებას ცდილობს, რომელიც მმართველი პარტიისთვის მიუღებელია. 
ერთ-ერთი ასეთი ფაქტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, აკაკი ბერიანიძეს უკავშირება, რომელიც 2015 წელს ფინანსურმა პოლიციამ  ყალბი ანგარიშფაქტურის დამზადების და ათეულობით ათასი ლარის შემოსავლის გამო დააკავა.

აკაკი ბერიანიძე ყვება, რომ თანამდებობაზე ყიფნის დროს მას პოსტის დატოვება მოსთხოვეს, თუმცა მან თანამდებობა  არ დატოვა, რის შემდეგაც მას  აგენტ-პროვოკატორი დაუკავშირდა და საბოლოოდ, ბერიანიძე საპატიმროში მოხვდა. 

ბერიანიძის ადვოკატი ამბობს, რომ ამ საქმეში ფინანსური პოლიცია და პროკურატურა იყო ჩართული. მათ ჰქონდა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ თამარ ჭანიშვილი აგენტ-პროვოკატორი იყო, რადგან ბერიანიძეს დღგ-ს და საშემოსავლოს დღემდე იხდის. 

აკაკი ბერიანიძეს აკავებენ, თითქოსდა  მან ყალბი ანგარიშფაქტურა გააკეთა ამ ქალბატნთან ურთიერთობაში და ყევლაზე საყურადღებო და მნიშვნელოვანი რაც არის, ეს ოპერაცია ჩვეულებრივი წესით დაიბეგრა საშემოსავლო და დღგ-ს გადასახადით, ისევე, როგორც ყველა რელევანტური, ნამდვილი ღონისძიება. ეს ქალბატონი, ეს სისხლის სამართლის საქმეშიც არის, თავისი პროფესიით გახლავთ ექიმი, შემდეგ დაიწყო გარკვეული კომერციული საქმიანობა და სახელმწიფოს მიმართა არსებული ავლდებულებების გამო, ის მოხვდა მოვალეთა რეესტრში. სწორედ აქედან იწყება მისი მეგობრობა ფინანსური პოლიციის ერთ-ერთ ჩინოვნიკთან, - ამბობს ადვოკატი.

იმ შემთხვევაში, თუ აგენტი მსხვერპლს სხვად ას ხვა გზით ფულის შოვნაზე ვერ დაიყოლიებდა, ის მის საძნებელში, ან ავტომობილში ფულს ტოვებდა,რის შემდეგაც რეკავდა პოლიციაში და ამბობდა, რომ კანონდარღვევას გადააწყდა. ამის შემდეგ მსხვერპლის დაკავება ხდებოდა. 
 

მსგავსი სიახლეები