თანხა დაუტოვა, რაც დაკავების საფუძველი გახდა - აგენტ-პროვოკატორის მორიგი მსხვერპლის ადვოკატი

26.03.21 13:33
თანხა დაუტოვა, რაც დაკავების საფუძველი გახდა - აგენტ-პროვოკატორის მორიგი მსხვერპლის ადვოკატი

ადვოკატი გაგი მოსიაშვილი "ტვ პირველთან" ყვება, რომ ხელისუფლების აგენტ-პროვოკატორი ქალი  მისი დაცვის ქვეშ მყოფსაც დაუკავშირდა და  ირინოლა ერისთავის სახელით გაეცნო. აგენტმა  მას ბიზნესის წამოწყება შესთავაზა,  რაც საბოლოოდ ამ ადამიანის დაკავებით დასრულდა. 

კონკრეტულ შემთხვევაშიც დაუახლოვდა, დახმარება სთხოვა, ამ ადამიანს შეეცოდა და პრინციპში, სწორედაც რომ სამართლებრივად დაცული იყო ყველა პროცედურა, თუმცა შემდგომში იმის გამო, რომ თურმე მას უნდოდა პატივისცემა, კონკრეტული სახის თანხა დაუტოვა. ეს გახდა საფუძველი იმის, რომ მის მიმართ ნდობაში შესვლის შემდეგ ყოფილიყო პირი დაკავებული, -მოსიაშვილი.

უფლებადამცველის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირინოლა ერისთავი არა ერთ საქმეში ფიგურირებს, სასამართლო და პროკურატურა ამ დანაშაულებრივ ქმედებაზე  რეაგირებას მაინც არ ხდენს. 

მიუხედავად იმისა, რომ არა ერთ საქმეში დადასტურებული იქნა, რომ იღებდა მონაწილეობას ქალბატონი, რომელსაც სხვა და სხვა სახელით და სამსახურების კუთხით ეცნობოდა მომავალ მსხვერპლებს. სასამართლოს მხრიდან, რაც სამწუხაროა, არც ერთ შემთხვევაში არ იქნა გათვალისწინებული ეს უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომელსაც ჰქვია აგენტის მხრიდან აქტიური მოქმედებების შედეგად მსხვერპლზე ნადირობა, - ამბობს ადვოკატი.

ადვოკატების მცდელობის მიუხედავად, დაუმტკიცონ სასამართლოს და პროკურატურას, რომ თამარ ჭანიშვილი აგენტ-პროვოკატორია ამ საქმეებს გამოძიება არ მოჰყოლია. 
 

მსგავსი სიახლეები