სისხლიანი ვენდეტა 17 წლის შემდეგ - ექსკლუზიური დეტალები ატმის ბაღებში მომხდარ მკვლელობაზე

26.03.21 13:51
სისხლიანი ვენდეტა 17 წლის შემდეგ - ექსკლუზიური დეტალები ატმის ბაღებში მომხდარ მკვლელობაზე

ტვ.პირველმა გურჯაანში მომხდარი საზარელი მკვლელობისა და დაჭრის შესახებ დამატებითი დეტალები გაარკვია - სოფელში უკვე ღიად ამბობენ, რომ სისხლიანი თავდასხმა შურისძიების მიზნით მოხდა.

ტვ.პირველმა გაარკვია, რომ თავდამსხმელების სამიზნემ მალხაზ ბადუაშვილმა 17 წლის წინ მისივე თანასოფლელი ვანო ტურიაშვილი მოკლა. სწორედ წლების შემდეგ ტურიაშვილის ბიძაშილებმა მალხაზ ბადუაშვილზე შურისძიება გადაწყვიტეს.

ვანო ტურიაშვილის მამა ადასტურებს, რომ ბადუაშვილი მკვლელობისთვის სასჯელს იხდიდა, თუმცა იქვე იმასაც ამბობს, რომ ნათესავების გადაწყვეტილებას, 17 წლის შემდეგ ეძიათ შური არ იზიარებს.

„ციხეში 15 წელიწადი გაატარა, წლების წინ, ჩემს შვილს უკნიდან მიეპარა და ისე მომიკლა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, თვალით არ მინახავს. გუშინ კი ამ უვარგისის გამო შემთხვევით სხვა კაცი მოკლეს"- აცხადებს ვანო ტურიაშვილის მამა. 

მსგავსი სიახლეები