გარდაცვლილი მედდის საქმე - AstraZeneca-მ საგამოძიებო მასალების გადაცემა მოითხოვა

26.03.21 15:15
გარდაცვლილი მედდის საქმე - AstraZeneca-მ საგამოძიებო მასალების გადაცემა მოითხოვა

გამოკითხვების სერია სამცხე ჯავახეთის პოლიციაში - მეგი ბაქრაძის საქმის გამომძიებლები გარდაცვლილი მედდის მეუღლეს ადვოკატების თანდასწრებით კითხავენ.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს. მათ ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია რა მოხდა ახალციხის კლინიკაში და რამ გამოიწვია ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალება. 

ამასთან, როგორც ირკვევა, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებმა დღეს ახალციხის კლინიკა "იმედს" მიმართეს. ადვოკატები  "ასტრაზენკას" ამპულის დათვალიერებას ითხოვენ.  
 

"ჩვენ მივმართეთ კლინიკა "იმედს" განცხადებით, როგორც სამედიცინო დოკუმენტაციის ვაქცინაციამდე დროინდელის ამოღების და გადმოცემის თაობაზე, აგრეთვე, ჩვენ მივმართეთ ლაბორატორიული ჟურნალის გადმოცემის თაობაზე, და "ასტრაზენეკას" ამპულის დათვალიერების თაობაზე, თუ ჰქონდათ მათ ეს ამპულა და საგამოძიებო უწყებას ამოღებული ჰქონდა თუ არა ის", - განაცხადა ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა.

მისივე ინფორმაციით, "ასტრაზენეკამ" გარდაცვლილი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაციისა და საგამოძიებო მასალების გადაცემა მოითხოვა.

"ჩვენ გვაქვს სიახლე, დღეს დილით მივიღეთ პასუხი, წინა დღეებში მიწერილი გვქონდა "ასტრაზენეკას" ბრიტანეთის ფილიალისთვის და დღეს მოგვწერა "ასტრაზენეკამ" ოფიციალური წერილი და მოითხოვა ჩვენგან მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაციის გადაცემა ვაქცინაციამდე და სხვა საგამოძიებო მასალების გადაცემა", - თქვა ნინო ამაღლობელმა.

მსგავსი სიახლეები