მეწყერი, შესაძლოა, გზის მიმართულებით დაიძრას - სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა

26.03.21 15:28
მეწყერი, შესაძლოა, გზის მიმართულებით დაიძრას - სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა

მძლავრი კლდე-ზვავური ტიპის მეწყრული პროცესი - ლევან სამხარაულისს სახელობის ექსპერტიზის ბიურო დასკვნას ასაჯაროვებს. დასკვნაში წერია, რომ მეწყერი დიდი ალბათობით გზის მიმართულებით დაიძვრება. ასევე, გაიცა რეკომენდაციები, მათ შორის,  საფრთხის შემცველ მონაკევთზე ავტომობილების გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ საკითხს დედაქალაქის  მერიაში გამოეხმაურნენ. მერიის წარმომადგენლების  თქმით, მაჭავარიანის ქუჩის მცხოვრებლებს საფრთხე არ ემუქრებათ და არც მათი ევაკუაციის საკითხი დგას.  

პირველ რიგში, ჩვენი ამოცანა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ფერდს მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა, გავკეთოთ წინაღობა, რათა მეწყრის მოძრაობა შევამციროთ. ასევე, მომავალი კვირის ბოლოს დამონტაჟდება უახლესი მონიტორინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დამატებითი ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებას. რაც შეეხება მოსახლეობის უსაფრთხოებას, ამ ეტაპზე ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს, - განაცხადა დედაქალქსი ვიცე მერმა ირაკლი ბენდელიანმა. 

რაც შეეხება ბროწეულას ქუჩის მცხოვრებლებს, მათ საკითხზე  მერიის წარმომადგენლებს განცხადება არ გაუკეთებიათ. მოსახლეობა ამ დრომდე ქუჩაშია გამოსული და მერიის წარმომადგენელს ელოდება. ისინი მთავრობისგან მოითხოვს დასაბუთებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საფრთხე არ ემუქრებათ.