ატმების ბაღებში ჩაცხრილული მინდია ჩიქობავას ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს

26.03.21 15:55
ატმების ბაღებში ჩაცხრილული მინდია ჩიქობავას ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს

გურჯაანში, ატმების ბაღებში ჩაცხრილული მინდია ჩიქობავას ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. შვილმოკლული დედა ამბობს, რომ  მისი შვილი შემთხვევითობის მსხვერპლია.​

ჩიქობავები დარწმუნებულები არიან, რომ თავდამსხმელების სამიზნე მალხაზ ბადუაშვილი იყო. 

"არავინ გვეუბნება მომხდარის დეტალებს, ჩემი შვილი შემთხვევით მოკლეს... ერთი ტყვია თავში აქვს მოხვედრილი"- აცხადებს მოკლულის დედა. 

 

ტვ.პირველმა გურჯაანში მომხდარი საზარელი მკვლელობისა და დაჭრის შესახებ დამატებითი დეტალები გაარკვია - სოფელში უკვე ღიად ამბობენ, რომ სისხლიანი თავდასხმა შურისძიების მიზნით მოხდა.

ტვ.პირველის ინფორმაციით, თავდამსხმელების სამიზნემ მალხაზ ბადუაშვილმა 17 წლის წინ მისივე თანასოფლელი ვანო ტურიაშვილი მოკლა. სწორედ წლების შემდეგ ტურიაშვილის ბიძაშილებმა მალხაზ ბადუაშვილზე შურისძიება გადაწყვიტეს.

მსგავსი სიახლეები