ეპიდსიტუაცია უარესდება - ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას ამირან გამყრელიძეც ადასტურებს

26.03.21 17:58
ეპიდსიტუაცია უარესდება - ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას ამირან გამყრელიძეც ადასტურებს

მთავრობა ვირუსის მესამე ფაზის საფრთხეზე ალაპარაკდა. ჯანდაცვის სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ ეპიდემიოლოგებს ქვეყანაში ახალი ლოქდაუნის გამოცხადება უკვე ოფიციალურად მოუწიოთ. თავად ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ თუ სიტუაცია მართვადი იქნება, შესაძლებელია, ზაფხულამდე პროცესები არ დაჩქარდეს, თუმცა ქვეყნაში ვითარება რთულდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ამირან გამყრელიძე, მესამე ტალღის გავრცელებას არ გამორიცხავს.

მესამე ტალღა გამორიცხული არ არის, სამი ინდიკატორი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, უარესდება, ამ სიტუაციით, რაც ახლა გვაქვს, თუ გავივლით მარტსა და აპრილს, მაშინ შეიძლება, მაისსა და მომდევნო თვეებში ალბათობა მესამე ტალღის შემცირდეს. თუ ისევ მოვეშვებით, რაც იყო გასული წლის ზაფხულში და ვიტყვით, აი ქართველები რა მაგრები ვართ, დავამარცხეთ პანდემია, მაშინ მესამე ტალღა დიდი ალბათობით იქნება - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. 

საქართველოში კოვიდით ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, ამ ფონზე კი ძალიან დაბალია აცრილი მედიკოსების რიცხვი. მოსახლეობის ნაწილი უნდობლობას უცხადებს ,,ასტრაზენაკას" და ეპიდცენტრებში ვაქცინა გამოუყენებლი დევს.  დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში დღეისთვის 4344 ადამიანია აცრილი .

მსგავსი სიახლეები