მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია - გეოდეზიური აზომვების პირველადი დასკვნა

გეოლოგი თეა გოდოლაძე ვაშლიჯვარში, მეწყრის ტანზე გეოდეზიური აზომვების პირველად შედეგებს აქვეყნებს. გოდოლაძე წერს, რომ ვაშლიჯვრის ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია.
დასკვნა: ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია. შესაბამისად ჩვენს ვარაუდს, რომ უფრო მეტი მასა დაიძრება საფუძველი აქვს. ვაგრძელებთ მონიტორინგს, რათა პირველადი შედეგები დავაზუსტოთ.
(გეოდეზიური აზომვა ყოველდღე, აეროფოტო 3 დღეში ერთელ, სიჩქარე მოცემულია სანტიმეტრებში). როგორც ხედავთ, შესაძლოა მთელი სხეულია დინამიკაში(მოძრაობს) - წერს გოდოლაძე.