1-ლი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდება

27.03.21 10:50
1-ლი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, პირველი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილის გადაადგილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იქნება და ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდება. 

მომსახურების სააგენტოს ინფრომაციით, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრეებს საშუალება აქვთ მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, დისტანციურად მოითხოვონ ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით.

მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაცია (SAGENCY) გადმოწერა ხდება აიფონით სარგებლობის შემთხვევაში APP Store- დან, ხოლო ანდროიდით სარგებლობის შემთხვევაში PLAY Store- დან. გადმოწერის შემდეგ დაინტერესებული პირი გაივლის რეგისტრაციას, თუკი მანამდე არ ყოფილა მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერზე რეგისტრირებული. დისტანციური მომსახურების მისაღებად, დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციის მიზნით მიეთითება პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, - წერია ინფორმაციაში.