კანონში ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ცვლილებები შედის

25.02.21 19:19
კანონში ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ცვლილებები შედის

 

 

საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, ასევე იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, 2022 წლის 31 დეკემბრამდე დამატებითი დრო მიეცემათ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისთვის. ასევე 1993 წლამდე დაბადებულ პირებს, რომელთაც არ აქვთ მიღებული სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, შესაძლებლობა ექნებათ, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მოქალაქეობისა და დოკუმენტირების საკითხი მოიწესრიგონ და შესაბამის სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის დასადგენად, ან საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მისანიჭებლად მიმართონ. კანონი 2018 წლის 21 ივლისიდან ითვალისწინებდა საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის აღდგენის, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე – საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის დროებით უფლებას. აღნიშნული უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებსა და ყოფილ მოქალაქეებს კანონით განსაზღვრული ჰქონდათ 2020 წლის 31 დეკემბრამდე.

საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მოამზადა.