დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში - მეუფე სტეფანემ ამბოხებულ მღვდლებს ზიარება აუკრძალა

28.03.21 13:21
დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში - მეუფე სტეფანემ ამბოხებულ მღვდლებს ზიარება აუკრძალა

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება - მეუფე სტეფანემ პეტრე ცაავას მომხრე მღვდელ-მონაზვნებს და მრევლს დასჯით დაემუქრა.მეუფე სტეფანემ ზიარება აუკრძალა ყველას, ვინც ეკელსიაზე თავდასხმას საჯაროდ არ მოინანიებს.

მეუფე სტეფანემ მრევლს და სასულიერო პირებს სინანულისკენ  ქადაგების დროს მოუწოდა და 1-კვირიანი ვადა მისცა. ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მმართველმა ამბიონიდან თქვა.

ვინც არ მოინანიებს ეკრძალება ზიარება, ბერებს და მონაზვნებს, რომლებიც მონაწილეობს ამბოხში, ეკრძალებათ ზიარება, ვინც არ მოინანიებს, უზიარებლობის ეპიტემია მოიხსნება მხოლოდ მათთვის, ვინც მოინანიებს, თუმცა მათ არ მოვთხოვ საჯარო მონანიებას, შეუძლიათ მთხოვონ მონანიება და თუ დავრწმუნდები რომ მზაკვრობა არ აქვთ, მივცემ საშუალებას რომ ეზიარონ - თქვა მეუფე სტეფანემ.

ჭყონდიდში ვითარება 24 მარტს დაიძაბა. მაშინ ეპარქიაში მეუფე პეტრეს მიმართ ბრალდებები გაჟღერდა, რომ მას უკანონო შვილი გერმანიაში ჰყავს. ამ ბრალდებამ მეუფე პეტრეს მხარდამჭერი სასულიერო პირების გაღიზიანება გამოიწვია და  სასულიერო პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მსგავსი სიახლეები