სტადიონის მაგივრად მრავალსართულიანი კორპუსები - სოფელ თხინვალში აქცია გაიმართა

28.03.21 15:27
სტადიონის მაგივრად მრავალსართულიანი კორპუსები - სოფელ თხინვალში აქცია გაიმართა

გაუქმდეს აუქციონი - სოფელ თხინვალის მოსახლეობამ აქცია გამართა. მოსახლეობა ითხოვს, ტერიტორიას რეკრეაციული სტატუსი შეუნარჩუნდეს და  მიწები არ გაიყიდოს. ადგილობრივების თქმით, სტადიონის ადგილას, 10 ათას კვადრატულ მეტრზე  თბილისის მერიას მრავალსართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს. 

ეს არის მოსახლეობის ერთადერთი გამწვანებული ადგილი, სადაც მოსახლეობა იკრიბება, ბავშვების დატოვება სურთ, მიწა იყიდება მხოლოდ იმისთვის, რომ სახლები აშენდეს - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ მერია მათ თხოვნას არ გაითვალისწინებს და ტერიტორიას გაასხვისებს, ისინი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს გამართავენ.