მღვდელმთავარს შეუძლია ზიარებისგან დაყენება, მღვდელმსახურების შეჩერება, განკვეთაც - ანდრია ჯაღმაიძე

28.03.21 15:41
მღვდელმთავარს შეუძლია ზიარებისგან დაყენება, მღვდელმსახურების შეჩერება, განკვეთაც - ანდრია ჯაღმაიძე

მღვდელმთავარს შეუძლია ზიარებისგან დაყენება, მღვდელმსახურების შეჩერება, განკვეთაც, - ასე გამოეხმაურა ჭყინდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე.

სინოდის კრებიდან მალევე ჩვენ მოვისმინეთ წინასწარ დაანონსებული განცხადებები, რომ ეპარქიაში სიმშვიდე არ იქნებოდა. რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ, რომ თავად ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმაც მოუწოდა ურჩობისკენ. შედეგი ის არის, რაც არის, თუმცა მმართველი მღვდელმთავარია და მას შეუძლია მიიღოს ზომები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის, რაც საეკლესიო კანონით უფლებას მისცემს - თქვა ჯაღმაიძემ.

დღეს მეუფე სტეფანემ პეტრე ცაავას მომხრე მღვდელ-მონაზვნებს და მრევლს დასჯით დაემუქრა.მეუფე სტეფანემ ზიარება აუკრძალა ყველას, ვინც ეკელსიაზე თავდასხმას საჯაროდ არ მოინანიებს. ჭყინდიდის მიტროპოლიტმა მრევლს და სასულიერო პირებს სინანულისკენ  ქადაგების დროს მოუწოდა და 1-კვირიანი ვადა მისცა.

მსგავსი სიახლეები