ვაქცინის დანაკარგის შესამცირებლად პოლიციის და ჯარის სათადარიგო სიები შეიქმნება - ჯანდაცვის მინისტრი

01.04.21 02:24
ვაქცინის დანაკარგის შესამცირებლად პოლიციის და ჯარის სათადარიგო სიები შეიქმნება - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვისა და შს სამინისტროს თანამშრომლების სათადარიგო სია შეიქმნება, რომლებიც ვაქცინაციას გაივლიან. ამის მიზეზი ვაქცინაციის მსურველთა სიმცირით გამოწვეული კორონავირუსის ვაქცინის დანაკარგია. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინის 181 დოზაა დაკარგული. “Pfeizzer”-ის ერთი ფლაკონით 6 ადამიანი, ხოლო “Astra Zeneca”-თი  10ადამიანის აცრაა შესაძლებელი. 
არის მრავალი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ვაქცინის დოზის დაკარგვა ხდება. ამ ეტაპისთვის დაკარგული არის მხოლოდ 3 % მდე  დოზა, ეს არის 181 დოზა და შემდგომში, რომ იყოს მინიმუმამდე დაყვანილი დანაკარგი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლიციის და ჯარის ჩართულობით იმ სათადარიგო სიების შექმნა, რომლებიც სავარაუდო დანაკარგის დოზების აცრაში მიიღებენ მონაწილეობას, -
  განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

 

მსგავსი სიახლეები