გარკვეული მონახაზი გვაქვს წამახალისებელი ღონისძიებების - ამირან გამყრელიძე

30.03.21 02:38
გარკვეული მონახაზი გვაქვს წამახალისებელი ღონისძიებების - ამირან გამყრელიძე

,,დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, აცხადებს, რომ ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით ქვეყანაში წამახალისებელი ღონისძიებები იგეგმება.


არის არაპირდაპირი მეთოდები, რაც აიძულებს ადამიანს, აიცრას: ბევრმა ავიაკომპანიამ გამოაცხადა, რომ არ გაყიდიან ბილეთებს, თუ ადამიანი ორჯერ არ არის აცრილი. გარკვეული მონახაზი გვაქვს იგივე წამახალისებელი ღონისძიებების. მაგალითად, დაწესდეს უსაფრთხო კლინიკების სერთიფიკატი, რომ ყველა სამედიცინო პერსონალი იქნას აცრილი, რათა იქ მისული პაციენტი იყოს დაცული. იგივე სასტუმროები, იქ სადაც ყველა აცრილია, თავისუფლად გაჩერდება სტუმარი. დამუშავდა ეს საკითხები და ალბათ მომავალი 2 დღის განმავლობაში გაჟღერდება - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვაქცინაციის პროცესზე უარყოფითი გავლენა იქონია ახალციხეში ვაქცინის შედეგად ახალგაზრდა მედიკოსის, მეგი ბაქრაძის,  გარდაცვალებამ. 
 

მსგავსი სიახლეები