პოლიტპატიმრები, სასამართლო კლანი და მედიის დევნა - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე ანგარიში

01.04.21 02:57
პოლიტპატიმრები, სასამართლო კლანი და მედიის დევნა - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე ანგარიში

პოლიტპატიმრები, სასამართლო კლანი, გამოუძიებელი საქმეები და მედიის დევნა - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს შესახებ ვრცელ და უმძიმეს ანგარიშს აქვეყნებს. ადამიანის უფლებათა ანგარიშში ყურადღება  „ტვ პირველის“ მფლობელის ავთანდილ წერეთლის, ჯაფარიძე-ხაზარაძის და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის სისხლის სამართლებრივი საქმეებზეც არის გამახვილებული. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ასევე, პირდაპირ საუბრობს, რომ ქვეყნის მთავარ გამოწვევად სასამართლო სისტემის  დამოუკიდებლობა რჩება და ყველაფერს ე.წ. კლანი აკონტროლებს.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში სასამართლო ხარვეზებზე საუბარი ადრეც იყო, თუმცა ასეთი მკაცრი და პირდაპირი ტონი აქამდე არ ყოფილა. 

საერთო ჯამში, ეს არის ძალიან კრიტიკული შეფასება და მე ხაზს ვუსვამ სასამართლოს ნაწილს, იგივე, თუნდაც პოლიტიკურ მართლსამჯულებას და რა თქმა უნდა, სასამართლოს დამოუკიდებლობას, რაც წლიდან წლამდე ეწერა ხოკმე რომ დამოუკიდებლობის ხარისხი არ იყო მაღალი და ყოველთვის იყო საუბარი იმაზე, რომ გავლენიანი ჯგუფი არსებობდა სასამართლოში, მაგრამ ასეთი მკვეთრად ხაზგასმული კლანი ადრე არ ყოფილა, - ამბობს ჯანეზაშვილი. 
 

მსგავსი სიახლეები