მარტის ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოდან ფრენები 34 მიმართულებით განხორციელდება

31.03.21 03:25
 მარტის ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოდან ფრენები 34 მიმართულებით განხორციელდება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაამტკიცა 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენის განრიგი. რომლის მიხედვითაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები 24 მიმართულებით, ქუთაისიდან 4 და ბათუმის აეროპორტიდან 6 მიმართულებით განხორციელდება. 
 თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები განხორციელდება 24 მიმართულებით, ესენია: ალმათი (Air Astana), ამსტერდამი (Georgian Airways), ანტალია (Turkish Airlines) ბაქო (Buta Airways), ბერლინი (Georgian Airways), ერევანი (Armenia), ვარშავა (LOT Polish Airlines), ვენა (Georgian Airways), დუბაი (FlyDubai), დოჰა (Qatar Airways), თელ ავივი (Georgian Airways, Israir), კიევი (Ukraine International Airlines, SkyUp Airlines), მინსკი (Belavia), მიუნხენი (Lufthansa), რიგა (AirBaltic), პარიზი (Airfrance, Georgian Airways), სტამბოლი (Turkish Airlines, Pegasus), ტაშკენტი (Uzbekistan Airways), პეკინი-ურუმჩი (China Southern Airlines), ქუვეითი (Jazeera Airways), შარჯა (Air Arabia), შარმ-ელ-შეიხი (Air Cairo), ფრანკფურტი (Lufthansa); 
 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველ ეტაპზე რეგულარული სამგზავრო რეისების განხორციელება იგეგმება 4 მიმართულებით, ესენია: ათენი (Wizz Air), ვარშავა (Wizz Air), ვილნიუსი (Wizz Air) და ლარნაკა (Wizz Air). ინფორმაციისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Wizz Air-ს ოპერირების ნებართვა მიენიჭა ყველა მოთხოვნილ საჰაერო ხაზზე (აბუ დაბი, ბერლინი, ბუდაპეშტი, ვენა, ვროცლავი, გდანსკი, დორტმუნდი, კატოვიცე, კრაკოვი, მემინგენი, მილანი, პრაღა, ტალინი, სალონიკი, პოზნანი, რიგა, რომი), თუმცა ფაქტობრივად, აღნიშნულ მიმართულებებზე რეგულარული რეისების დაწყება/განახლება დამოკიდებული იქნება ავიაკომპანიის გადაწყვეტილებაზე - დანიშნულების ქვეყნებში დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვების გათვალისწინებით;
 ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები განხორციელდება 6 მიმართულებით, ესენია: თელ ავივი (Georgian Airways, Israir), კიევი (SkyUp Airlines; Yan Air), მინსკი (Belavia), ოდესა (Yan Air), სტამბოლი (Turkish Airlines; Pegasus) და ხარკოვი (Yan Air); 
 თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ სატვირთო რეისებს განახორციელებენ Cargolux, Turkish Cargo და Geo Sky შემდეგი მიმართულებებიდან: ბაქო, ლუქსემბურგი, სტამბოლი, ფრანკფურტი და ჩჟენჩჟოუ.
დღეს არსებული მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში კვირაში საშუალოდ დაახლოებით 180-185 რეისის, პიკურ პერიოდში კი, 290-მდე რეგულარული ფრენის შესრულება იგეგმება. 

 

მსგავსი სიახლეები