"მედ კაპიტალის" ექიმი ვაქცინაციიდან 2 კვირის შემდეგ გარდაიცვალა

01.04.21 03:40
 "მედ კაპიტალის" ექიმი ვაქცინაციიდან 2 კვირის შემდეგ გარდაიცვალა

მედკაპიტალისგლდანის ფილიალის ექიმი, რომელიც ორი კვირის წინ აიცრა, გარდაიცვალა. გახდა თუ არა  52 წლის ლალი ჯავახიშვილს სიკვდილის მიზეზი ვაქცინაცია, ამის გარკვევას რეგულირების სააგენტო ცდილობსამ წუთებში ჩაფიძის კლინიკაში სამინისტროს ჯგუფები მუშაობენ

ჯანდაცვის მინისტრს მომხდარ ფაქტზე მწირი ინფორმაცია აქვს: 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პირველად მოკვლევაზე დაყრდნობით გარდაცვალება კორონავირუსზე აცრას არ უკავშირდება.

 

პირველადი მოკვლევით პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. მიმდინარეობს მოკვლევა. მოგვიანებით გვეცოდინება ინფორმაცია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.

 

"მედ კაპიტალის" გენერალური დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ექიმს AstraZeneca-ს ვაქცინის აცრის დროს არანაირი გვერდითი მოვლენა არ გამოვლენია. 

ვაქცინის დროს არანაირი გვერდითი მოვლენა არ ჰქონდა ექიმს. ქრონიკული დაავადებები ჰქონოდა. ოჯახის ექიმი იყო და შესაბამისად, ის რისკები და დაავადებები თვითონაც ძალიან კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული",- თქვა მაია აბულაძემ.