ციხეებში კვლავ დაბრუნდნენ ე.წ. მაყურებლები, რომლებიც პატიმრებს ჩაგრავენ - ნინო ლომჯარიას უმწვავესი დასკვნა

01.04.21 14:03
ციხეებში კვლავ დაბრუნდნენ ე.წ. მაყურებლები, რომლებიც პატიმრებს ჩაგრავენ - ნინო ლომჯარიას უმწვავესი დასკვნა


საქართველოს სახალხო დამცველმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ციხეებში მაყურებლების ინსტიტუტის აღდგენაზე, პატიმრების ჩაგვრასა და ფულის გამოძალვის  საქმეები მოხვდა.
ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ციხეებში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე ინფორმირებულია ადმინისტრაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ან სდუმს, ან საგამოძიებო ორგანოებს თუ ატყობინებს, ასეთი საქმეები პროკურატურას თაროებზე აქვს შემოდებული.

-    ციხეეში ვითარებას ისევ მაყურებლები აკონტროლებენ, ადმინისტრაცია მაყურებლებთან არის გარიგებული და მათი საშუალებით უმკაცრესად  სჯის ყველა პატიმარს, ვინც  არაადამიანურ მოპყრობას აპროტესტებს. ე.წ. კრიმინალური  სუბკულტურები სარგებლობენ პრივილეგიებით,  სხვა პატიმრებს სცემენ, ძალადობენ, ფულს სძალავენ, ადმინსტრაცია ინფორმირებულია ამის შესახებ, მაგრამ რეაგირებას არ ახდენს. - აცხადებს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა ლაშა თორდიას, თემურ  აბაზოვის, ლუკა სირაძის, ნიკა რურუას, გიორგი შაქარაშვილის, ნიკა მელიას და სხვა რეზონანსული საქმეები. ასევე ფარული მიყურადების ფაქტზე აღძრული საქმეებიც, რომელიც დღემდე გამოძიებული არ არის.
-    სამწუხაროდ წინა წელსაც იყო უკანონო მიყურადების შემთხვევები, მაგალითად, ,,ენმ“ ლიდერის, სალომე სამადაშვილის, ტვ პირველის ჟურნალისტის, ნატო გოგელიას კონფიდენციალური საუბრის უკანონო ფარული მიყურადების საქმე, რომელიც დღემდე გამოძიებული არ არის. - აღნიშნავს ნინო ლომჯარია.
სახალხო დამცველის ანგარიში 482 გვერდიანია, მისი უმეტესობა ციხეში არსებულ პრობლემებს ეხება.

 

მსგავსი სიახლეები