მოვითხოვ, ეკლესია გათავისუფლდეს მამათმავლებისა და ავაზაკებისგან - პეტრე ცაავა

01.04.21 16:04
მოვითხოვ, ეკლესია გათავისუფლდეს მამათმავლებისა და ავაზაკებისგან - პეტრე ცაავა

 ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ მამა ანდრია სარიასა და  მრევლთან ერთად  საპატრიარქოსთან აქცია გამართა. განკვეთილი სასულიერო პირები და მრევლი საქართველოს პატრიარქთან შეხვედრასა და ეკლესიაში არსებული პრობლემების შესახებ საუბარს ითხოვდნენ. სასულიერო პირების პროტესტს შეუერთდნენ ციხეში მყოფი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებიც.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ ეკლესია ცოდვით გაივსო.   

  -- მართალი ეპისკოპოსი შიო ავალიშვილი გამხელდათ და ეს არ ისმინეთ, მართალი ეპისკოპოსი გააძევეთ, რომელიც მოგიწოდებდათ, გაგეთავისუფლებინათ ეკლესია მამათმავლებისგან, ქორ-ავაზაკთაგან. გააძევეთ, არ მოისმინეთ რუის-ურბნისის განწესების მეთვრამეტე კანონი  ბოლომდე, რომელიც ბრძანებს, ერი, რომელშიც ეს ცოდვა სუფევს, თავისუფალი არ იქნება. - ამბობს პეტრე ცაავა.

საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნაა,  აღსდგეს საეკლესიო სამართალი და ტაძარში არსებული ყველა პრობლემა სამართლის ფარგლებში განიხილონ, ასევე მიტროპოლიტმა სტეფანემ საქართველოს ყველა მონაზონს შენდობა სთხოვოს იმ ქმედების გამო, რაც მან განახორციელა დედაოებთან მიმართებაში. აქციის მონაწილე, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა კი აცხადებს, რომ დეკანოზი გიორგი უკვე ხუთი წელია, რაც საქართველოს პატრიარქისა და ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია.

  -- პატრიარქს ჰყავს პირადი პატიმარი, უკვე მეხუთე წელია, ილია მეორისა და ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთით დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში ჰყავთ, რადგან მან ხმა აიმაღლა ეკლესიაში არსებული უკანონობის წინააღმდეგ. --აცხადებს დეკანოზის ძმა.

 მონაწილეები აცხადებენ, რომ ყოველ ხუთშაბათს მივლენ საპატრიარქოსთან და საპროტესტო აქციას გამართავენ. 

ხვალ საპატრიარქოში წმინდა სინოდის კომისიის სხდომაა ცანისნული, სადაც მამა ანდრია სარიას თემას განიხილავენ და არაა გამორიცხული, ეკლესიიდან მისი განკვეთის საკითხიც გადაწყდეს.

 

 

მსგავსი სიახლეები