ვიმედოვნებდი, ოს ტყვეებში გამცვლიდნენ, მაგრამ იმედი გადამეწურა - ზაზა გახელაძე

02.04.21 11:58
ვიმედოვნებდი, ოს ტყვეებში გამცვლიდნენ, მაგრამ იმედი გადამეწურა - ზაზა გახელაძე

პირველად 9 თვის შემდეგ ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძე ,,წითელი ჯვრის" დახმარებით ცხინვალის ციხეში მეუღლეს, შვილებსა და მამას შეხვდა. ოჯახი ამბობს, რომ უკანონო პატიმარი უიმედოდაა, ჰქონდა მოლოდინი, რომ ხელისუფლების დახმარებით რუს ტყვეებში გაცვლიდნენ, თუმცა 9 თვიანი ტყვეობის შემდეგ იმედი გადაეწურა. 

  ჩემმა შვილმა მითხრა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ოსები ჰყავდა დატყვევებული და იმედი მქონდა, მათში გამცვლიდნენო, მაგრამ როცა ოსი მესაზღვრეები გაუშვეს, ეს იმედი გადამეწურაო -გახელაძის მშობელი შვილთან შეხვედრის დეტალებს ჰყვება.

ზაზა გახელაძის დედა ამბობს, რომ შეხვდა არჩილ თალაკვაძეს და ტყვეების გადაცვლაზე კითხვა დაუსვა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი უთხრა, რომ ტყვეების გაშვების შემდეგ უფრო მეტი სანსი იყო გახელაძის დახსნის და ამის შედეგს მალე  ვიხილავთო.

33 წლის ზაზა გახელაძე 9 თვის წინ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს, ის ჯერ დაჭრეს და მერე გაიტაცეს. ხელისუფლებას ამ დრომდე ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს.