სამოქალაქო აქტივისტები ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივიან

02.04.21 13:42
 სამოქალაქო აქტივისტები ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივიან

სამოქალაქო აქტივისტები ირაკლი კობახიძეს უპირისპირდებიან.  მოძრაობა ,,სირცხვილია" ახლა სარჩელს ამზადებს და ,,ოცნების" თავმჯდომარეს მოსთხოვს, რომ ბრალდებები სასამართლოში ახსნას.

,,სირცხვილიას" ხელმძღვანელი, გიგა მაქარაშვილი, აღნიშნავს, რომ მაღალი რანგის თანამდებობის პირი ასეთ დაუფიქრებელ ბრალდებებს არ უნდა აჟღერებდეს.

კობახიძესთან პოლემიკაში შესვლას აზრი რომ არ აქვს, ვიცით და მას სასამართლოში მოუწევს განმარტებების გაკეთება. ჩვენი იურისტები უკვე მუშაობენ სარჩელზე. ლაპარაკი ჩვენს აგენტობაზე სასამართლოში გაგრძელდება. ამ სასამართლოს იმედი არ გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, შეიცვლება ხელისუფლება, სასამართლო და პროკურატურა თავისუფალი გახდება. სწორედ თავისუფალი სასამართლო გამოიტანს განაჩენს, ასეთი მაღალი თანამდებობის პირმა როგორ შეიძლება, ცილი დასწამოს. - გიგა მაქარაშვილი

ირაკლი კობახიძე სამოქალაქო აქტივსტები და ელენე ხოშტარია რუსეთის აგენტებად მოიხსენია.