მეუფე სტეფანე მოიქცა, როგორც წარმართი - პეტრე ცაავა

02.04.21 13:41
მეუფე სტეფანე მოიქცა, როგორც წარმართი - პეტრე ცაავა

დედა სოსანას მონასტერში არშეშვების ფაქტს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა, წარმართულ საქციელად აფასებს. 

რაც ფაქტი ვიხილეთ გუშინ, მიტროპოლიტი სტეფანეს საქციელი მართალი მონაზვნების მიმართ, ასე ექცეოდნენ პირველ საუკუნეში წარმართები ქრისტიანებს, ეს იყო წარმართობა.  მეუფე სტეფანე მოიქცა, როგორც წარმართი,"- ამბობს პეტრე ცაავა. 

დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში გრძელდება. შეგახსენებთ, რომ გუშინ ჭყონდიის ეპარქიაში თბილისიდან დაბრუნებული დედა სოსანა არ შეუშვეს. მიზეზად მეუფე სტეფანეს ბრძანება დაასახელეს. დედა სოსანას ღამის გათევა სხვა მონასტერში მოუწია.