ჩვენ შვილებს ჰკლავენ და თვითონ აქ ჩამოდიან საქეიფოდ - არჩილ ტატუნაშვილის დედა

02.04.21 14:55
ჩვენ შვილებს ჰკლავენ და თვითონ აქ ჩამოდიან საქეიფოდ - არჩილ ტატუნაშვილის დედა

ოკუპანტების მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედა, რუსუდან ტატუნაშვილი, პუტინის პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი მეგობრების ვიზიტს შვილის საფლავთან გამოეხმაურა: 

ჩვენ საკუთარ ოჯახებშიც არ გვიშვებენ,  გვსჯიან, ჰკლავენ ჩვენ შვილებს, თვითონ აქ ჩამოდიან საქეიფოდ და დროის სატარებალად, რა რეაქცია უნდა მქონოდა, რა თქმა უნდა, ძალიან გავნერვიულდი"- თქვა რუსუდან ტატუნაშვილმა. 

ოკუპანტების მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილი დღეს 38 წლის გახდებოდა.