"ანდრია სარიას განცხადებები ექვემდებარება განკვეთას" - ანდრია ჯაღმაიძე

02.04.21 14:55
"ანდრია სარიას განცხადებები ექვემდებარება განკვეთას" - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მამა ანდრია სარიას,სავარაუდოდ, ეკლესიიდან განკვეთენ. ჯაღმაიძის ინფორმაციით, დასკვნას კომისია პატრიარქს გაუგზავნის, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. 

მღვდელმსახურებიდან განკვეთა- ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც დადებს კომისია და გადაეცემა პატრიარქს გადაწყვეტილების მისაღებად, - ამბობს ჯაღმაიძე.

 მამა ანრიას სკანდალურ განცხადებებზე სამსჯელოდ დღეს საპატრიარქოში ეპარქიული კომისიის სხდომა  იმართება. დიდი ალბათობით სხდომაზე  მამა ანდრია სარიას ეკლესიიდან განკვეთის საკითხზე იმსჯელებენ. დასჯილი მღვდელი, მამა ანდრია, სხდომას დაესწრება. სასულიერო პირი ამბობს, რომ მას სკანდალური ფაილები აქვს, რომელსაც სხდომაზე მიიტანს და ეკლესიაში არსებული პრობლემების განხილვას მოითხოვს.