მეუფის ძმის ბრძანებით, დედათა მონასტერში პოლიცია მონაზვნებს არ უშვებს

02.04.21 15:00
მეუფის ძმის ბრძანებით, დედათა მონასტერში პოლიცია მონაზვნებს არ უშვებს

პოლიციაა მობილიზებული წმინდა ნინოს მარტვილის დედათა მონასტერთან. მეუფე სტეფანეს ძმა ივანე კალაიჯაშვილი ადგილზე მივიდა და პოლიციელებს დირექტივა მისცა, რომ ტერიტორიაზე არავინ შეუშვან.ღის ცის ქვეშ დარჩენილ მონაზვენებს პირადი ნივთების გამოტანის შესაძლებლობაც არ აქვთ. მონასტრიდან გაძევებულ დედაოებს ეკლესიის კარი მეუფე სტეფანემ დაუკეტა. 

ტერიტორიაზე არ უშვებენ არც ჟურნალისტებს. მონასტერში შესვლას ვერ ახერხებს დედა სოსანაც, რომელსაც მონატრის კარი გუშინ დაუკეტეს. 

მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე თითქოს კურთხევის გარეშე წავედი მონასტრიდან, მე წინამძღვარი გავაფრთიხლე რომ თბილისში მივდიოდი და ისე წამოვედი,მე არ ვაპირებ მონასტრის დატოვებას - ამბობს დედა სოსანა. 

მეუფე სტეფანის ძმა ივანე კალაიჯაშვილი ქონების გადაბარების კომისიის წევრია. ის ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს.