როგორ შეიძლება ასეთი ლმობიერება ოკუპანტების მიმართ - ტატუნაშვილის მამა ხელისუფლებას

02.04.21 15:15
როგორ შეიძლება ასეთი ლმობიერება ოკუპანტების მიმართ - ტატუნაშვილის მამა ხელისუფლებას

არჩილ ტატუნაშვილის მამა ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელების დასჯის იმედი გადაწურული აქვს. 

გივი ტატუნაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპანტი ქვეყნის მიმართ მეტი სიმკაცრე უნდა გამოიჩინოს. 

"არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები საქართველოს რუსეთმა უნდა გადმოსცეს. რუსეთი კიდე მაგის გამკეთებელი არ არის, რომ დამნაშავეები ქართულ მხარეს გადმოსცეს. იმედი გადაწურული მაქვს. 

საქართველოს ხელისუფლებამ მეტი სიმკაცრე უნდა გამოიჩინოს, როგორ შეიძლება ასეთი ლმობიერება ოკუპანტების მიმართ. ასე რომ არ იყოს, ჩემი შვილის მკვლელები დღეს დაუსჯელები არ იქნებოდნენ" - განაცხადა ტატუნაშვილმა. 

არჩილ ტატუნაშვილი დღეს 38 წლის გახდებოდა

მსგავსი სიახლეები