პოლიციის მობილიზება ნამახვანში - ადგილზე "ენკას" დირექტორი ჩავიდა

03.04.21 11:03
პოლიციის მობილიზება ნამახვანში - ადგილზე "ენკას" დირექტორი ჩავიდა

პოლიციის უპრეცედენტო მობილიზება რიონის ხეობაში. ნამახვან ჰესის პროექტის ახალი ხელმძღვანელი, "ენკას" დირექტორი მერაბ ლომინაძე პროტესტის ადგილზე ჩავიდა. რიონის ხეობაში სამართალდამცაველებმა სპეცტექნიკაც შეიყვანეს, რომელითაც პოლიციელები სავარაუდოდ, ინტერნეტ და ფიჭური კავშირის დახშობას ცდილობენ. 

სხვა რანგზეა აწეული საკითხი, ელჩები და მინისტრები არიან ჩართული და დღეს მოდის კომპანიის დირექტორი, რომელსაც ხელშეკრულება არ აქვს ბოლომდე წაკითხული, ვისმენთ მუქარას რომ მე მოვედი ჩემი საქმე მაქვს გასაკეთებელი და გავაგრძელებ ჩემ საქმესო, თუ ამ საკითხს ვერ წყვეტს ნათია თურნავა, რომელიც გაიპარა შეხვედრიდან უნდა მოსულიყო ბატონი ირაკლი პრემიერმინისტრი, - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

 კომპანია "ენკას" დირექტორი ამბობს, რომ  კომპანია წინამოსამზადებელ სამუშაოებს განაგრძობს, თუმცა კაშხლის მშენებლობა კვლევის დასრულებამდე არ მოხდება. მერაბ ლომინაძე არ აკონკრეტებს,რატომ გახდა პოლიციური ძალების მობილიზება მისი ჩასვლის დროს.