ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალაგზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

03.04.21 12:34
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალაგზრდა კაცის  სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში - ავარიას  21 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა.

 გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები