შეცვლილი ლიტურღია - გორის კათოლიკური ეკლესია აღდგომას მრევლის გარეშე ხვდება

03.04.21 15:24
შეცვლილი ლიტურღია - გორის კათოლიკური ეკლესია აღდგომას მრევლის გარეშე ხვდება

ღვთისმსახურება მრევლის გარეშე - კათოლიკური სამყარო ხვალ აღდგომის  დღესასწაულს აღნიშნავს, თუმცა გორის კათოლიკური ეკლესიის მრევლი ცისკრის მსახურებას სამლოცველოში ვერ შეხვდება, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ მორწმუნეებს საშვები არ გამოუწერა. მრევლი და სასულიერო პირები იძულებული გახდნენ საუკუნეების ტრადიცია შეეცვალათ და სააღდგომო ლიტურღია კომენდანტის საათის დაწყებამდე დაასრულონ.

მორწმუნეები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება მათ კონსტიტუციურ უფლებას უზღუდავს.

მეუფე მივიდა მთელი გულით სთხოვა დაეშვათ ან ალტერნატიული საშვი. ერთი რამე ყოფილიყო უფლის გულისთვის პასუხი გვითხრეს არაო," - ამბობს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი.