უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება დროებით იზღუდება - შსს-ს განცხადება

03.04.21 16:04
უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება დროებით იზღუდება - შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამახვანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოების მიზნით შეიზღუდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.

უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს," - აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რიონის ხეობაში ვიტარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე "ენკას' ახალი მენეჯერი ჩავიდა და სამუსაოები განახლდა. ამ ფაქტს "რიონის მცველების" პროტესტი მოჰყვა. ტერიტორიაზე ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული და აქციის მონაწილეებს არ უშვებს.