პლედში მოხვეული მოვიდა ვითომ სციოდა - მეუფე სტეფანე დედა სოსანაზე

04.04.21 11:31
 პლედში მოხვეული მოვიდა ვითომ სციოდა - მეუფე სტეფანე დედა სოსანაზე

"რეჟისორიც ჰყავს და სცენარისტიც, პლედში მოხვეული მოვიდა ვითომ სციოდა," - ეს ყველაფერი ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ამბიონიდან ქადაგების დროს დედა სოსანას მისამართით თქვა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე მონაზვნიდან გაძევებულ მონაზვნებზე ამბობს, რომ დედაოების საქციელი ეკლესიას გასცდა და არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკურ აქტივობებზე გადავიდა.

მეუფე სტეფანეს თქმით, დედა სოსანა თბილისში კურთხევის მირების გარეშე წავიდა. ხოლო უკან დაბრუნებულმა სპექტაკლი დადგა, თითქოს მას ღამის გასათევი არსად ჰქონდა.

გაძლიერდა ამბოხის სული, განდგომის სული, განცხადებებშიც არ ერიდებიან, ცრუ პეტრემ იკადრა ეკლესიაზე თავდასხმა.მონაზონს 3 საათი ველაპარაკე და ვუხსნიდი როგორ მოიქცეს მონასტერში და რატომ არ მითხარი მანამდეო მეუბნებოდა. დემონსტრაციულად დააგდო სიტყვა ეხლა მე მივდივარო დ აკარები ღია დამახვედრე და წავიდა სად პატრიარქის საწინააღმდეგო აქციაზე, როგორც აკეთებენ იქ არასამთავრობოები და პოლიტიკური პარტიები იმ მეთოდებით უნდა ეკლესიის "გამოსწორება". რა თქმა უნდა კარებს არ გავუღებდი, ძალიან კარგად ჰქონდა დასაძინებელიც და ყველაფერიც,მოვიდა პლედშემოხვეული თითქოს სიცივეში და ყინვაში  გარეთ იდგა, დრესკოდიც კი ჰქონდა გათვლილი,"- თქვა ქადაგებისას მეუფე სტეფანემ.

მეუფე სტეფანემ საკუთარ ქადაგებაში სასულიერო პირების მიმართ  მომავალი სანქციებიც დააანონსა.

რამდენიმე ადამიანის მიმართ, ვიცნ ყველაზე მეტად იქცევა მიუღებლად,იმათ მიმართ იქნება  გარკვეული ხერხი, კანონიკური  საშუალებები გამოყენებული, რათა დაცხრნენ და დააყენონ ენა,"- ამბობს მეუფე სტეფანე.

მონასტრიდან გამოძევებულ დედა სოსანას ამ დრომდე არ ეძლევა ტერიტორიაზე შესვლის უფლება. დედა სოსანას თქმით, მას მონასტრიდან პირადი ნივთების გამოტანის საშუალებაც არ მისცეს.