სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა - რიონის ხეობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

04.04.21 13:03
სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა - რიონის ხეობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და პოლიციის უპრეცედენტო მობილიზება რიონის ხეობაში - ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ადგილზე აქციას მართავენ. ისინი სამართალდამცავების ალყაში არიან მოქცეული.

რიონის ხეობაში გზა ორ ადგილას გადაკეტეს და მოქალაქეებს გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. გზის გადაკეტვის გამო სოფლებიდან მოსახლეობა პროტესტის ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს.

გადაადგილების თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ხდება. სპეცრაზმი მობილიზებულია და რამდენად გვეუბნებიან ბათუმის და ზუგდიდის სპეცრაზმი ჰყავთ ჩამოყვანილი," - ამბობს პროტესტის მონაწილე.

 ადგილზე მივიდნენ სახალხო დამცველის და საიას წარმომადგენლები.

ნამახვანჰესის მშენებლობის თემაზე სახალხო დამცველმა არაერთხელ გააკეთა განცხადება და მოუწოდა ხელისუფლებას, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების, ადგილობრივი მოსახლეობის და ყველა სპეციალისტის მოსაზრების გათვალისწინება და მოუწოდებს მათ მოლაპარაკებისკენ, ვფიქრობთ, რომ ძალის დემონსტრირება გამოსავალი არ არის," - ამბობს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი.