დაძაბული ვითარება რიონის ხეობაში - ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, არ გამოიყენოს ძალა

04.04.21 15:00
დაძაბული ვითარება რიონის ხეობაში - ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, არ გამოიყენოს ძალა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რიონის ხეობაში დაძაბულ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება  და  შსს-ს მოუწოდებს, რომ არ ჩაერიოს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციური უფლებაში და არ გამოიყენოს ძალა.გავრცელებულ განცხადებაში ასევე  ნათქვამია, რომ შსს-ს არ გაუვრცელებია დასაბუთებული ინფორმაცია, იმ რეალური და მყისიერი საფრთხეების შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლად უფლებებში ჩარევა ხდებოდა.


 შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან, უზრუნველყოს გადაადგილების აღდგენა სოფელ ნამახვანის მიმართულებით, არ გამოიყენოს სიგნალის ჩამხშობი აპარატურა ან სხვა საშუალებები, რაც ხელს შეუშლის მოსახლეობის ინფორმირებას მიმდინარე მოვლენების თაობაზე, დაპირისპირების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებები აწარმოოს აქციების მონაწილეებთან და არ გამოიყენოს ძალა მათ წინააღმდეგ.
 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, კონსესუსის მიღწევამდე წარმართონ საჯარო, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი, მათ შორის, მედიასაშუალებებში, ადგილობრივ მცხოვრებლებთან, პროფესიულ ჯგუფებთან და ექსპერტებთან.
საქართველოს მთავრობას, კონსესუსის მიღწევამდე უზრუნველყოს მიმდინარე სამშენებლო/მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება
",- აღნიშნულია ლომჯარიას განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები