ინფორმაცია, თითქოს რიონის ხეობაში ინტერნეტს ვახშობთ, სიცრუეა - შსს

04.04.21 15:42
ინფორმაცია, თითქოს რიონის ხეობაში ინტერნეტს ვახშობთ, სიცრუეა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია რიონის ხეობაში ინტერნეტის ჩახშობასთან დაკავშირებით, სიცრუეა. შსს აღნიშნავს, რომ ხეობაში განთავსებული სპეციალური
სატრანსპორტო საშუალება რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველჰყოფს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპოლიციო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს შიდა რადიოკავშირის გამაძლიერებელი მექანიზმს, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს ფიჭურ და სატელეფონო კავშირგაბმულობასთან, ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის რადიოკავშირის (რაციით კავშირის) გამართული მუშაობის მიზნით. რიონის ხეობაში აღნიშნული საპოლიციო ინფრასტრუქტურა რთულ რელიეფურ მდებარეობის და გართულებული კავშირგაბმულობის მიზეზით განთავსდა,"-წერია განცხადებაში.


რიონის ხეობაში ვითარება კვლავ დაძაბულია. პროტესტის მონაწილეებს და მოსახლეობას პოლიცია გადაადგილას უზღუდავს. 

მსგავსი სიახლეები