მძინარე ქმარი მოკლა და მეგობარი მამაკაცის დახმარებით ტყეში გადააგდო - 33 წლის კაცის მკვლელობის შემზარავი დეტალები

05.04.21 12:26
მძინარე ქმარი მოკლა და მეგობარი მამაკაცის დახმარებით ტყეში გადააგდო - 33 წლის კაცის მკვლელობის შემზარავი დეტალები

კასპში სასტიკად მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ოჯახი მკვლელობაში 33 წლის მამაკაცის ცოლს ადანაშაულებს და გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. 

ღუნაშვილის დედა "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მკვლელობაში მონაწილე პირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები მფარველობენ. 

ოჯახის თქმით,  კაცი ცოლმა დააძინა, მოკლა და ცხედარი მეგობარ მამაკაცთან ერთად, კვალის არევის მიზნით, სახლიდან ტყეში გაიტანა. 

ხათუნა რაზმაძის განცხადებით, პოლიციამ სახლში სისხლის კვალიც აღმოაჩინა, რომელიც, მისივე მტკიცებით რძალმა მკვლელობის შემდეგ გაწმინდა. 

შვილმოკლული დედა, "ტვ. პირველთან" ამბობს, რომ მის რძალს ბიზნესმენი მამა ჰყავს, რომელიც ხელისუფლებაში გავლენიან პირებთან მეგობრობს. 

გამოძიების ზევით რა მოხდება არ ვიცი იმიტომ, რომ გავლენიანი მამის შვილია. ქალი, რომელმაც ამდენი დანაშაული ჩაიდინა, დღეს ისევ თავისუფალია. ქალმა სახლში, სადაც ორი ბავშვი იყო, საკუთარი ქმარი მოკლა. ყველგან სისხლის კვალი ნახეს. აქ მოკლეს და მერე ქუჩაში გადააგდეს. ეს იყო განზრახ მკვლელობა. მინდა, რეალური მკვლელი დაისაჯოს"- ამბობს მოკლულის დედა. 

ნოდარ ღუნაშვილის ცხედარი კასპის სასაფლაოზე მწყემსმა 14 მარტს იპოვა.  მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. 

შემზარავი მკვლელობიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ 33 წლის მამაკაცის ბავშვობის მეგობარი, ზურაბ კახიშვილი, დააკავა. 

მსგავსი სიახლეები