არაპროფესიონალურია, მიმართულებას აძლევს გამოძიებას - მედდის ადვოკატი ტიკარაძის წინააღმდეგ

05.04.21 14:21
არაპროფესიონალურია, მიმართულებას აძლევს გამოძიებას - მედდის ადვოკატი ტიკარაძის წინააღმდეგ

მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი, ვახტანგ ბარამიშვილი, ფიქრობს, რომ ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, დღევანდელი განცხადება არაპროფესიონალურია და ის  ცდილობს, გამოძიება მისთვის სასურველი მიმართულებით წაიყვანოს. 

მიმაჩნია, რომ ქალბატონი ეკატერინეს განცხადება არის უაღრესად არაპროფესიონალური, ის მიმართულებას აძლევს გამოძიებას, ქმნის მოლოდინებს საქმის მიმართ, გამორიცხავს ისეთ გარემოებებს, რაზეც ჯერ მტკიცებულებები არ არსებობს. ის უკვე მეორედ აკეთებს ამას, მეორედ აკეთებს განცხადებას რეგულირების სააგენტოს დასკვნასთან მიმართებაში, რომელიც ჯერ-ჯერობით ფიზიკურად არ არსებობს, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებები  მაფიქრებინებს, რომ რეგულირების სააგენტოს  დასკვნა უკვე მზად არის, მათ იციან პოზიცია, რა გამოქვეყნდება ამ დასკვნაში," - ამბობს ვახო ბარამიშვილი.

ეკატერინე ტიკარაძემ დღეს განაცხადა, რომ გარდაცვლილი მედდის საქმეზე გადაცდომებზე საუბარი გაუჭირდება.