მოხუცები თოკით დააბეს, წაღებულია ფული და ოქრო - ყაჩაღობა ფონიჭალაში

05.04.21 17:07

ყაჩაღობა ფონიჭალაში - ტვ.პირველის ინფორმაციით, ნიღბიანები ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში შეიჭრნენ, მოხუცები თოკით დააბეს და სახლიდან იარაღის მუქარით, თანხის წაღება მოახერხეს. 

თანხასთან ერთად, წაღებულია დიდი ოდენობით ოქროული.

არსებული ინფორმაციით, ნიღბიანებმა ფანჯარა ჩაამტვრიეს და სახლში შეღწევა ასე მოახერხეს.

"პირველების" ინფორმაციით, ფონიჭალაში საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამართალდამცავები დამნაშავეებს ეძებენ. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდეექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები