ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას 60% მხარს არ უჭერს - IRI-ს კვლევა

05.04.21 17:37
ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას 60% მხარს არ უჭერს - IRI-ს კვლევა

IRI-ს კვლევის თანახმად, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეუთანხმებლობის ფონზე მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, მათ შორის 42% - "სრულიად არ უჭერს მხარს" და 18% - "გარკვეულწილად არ უჭერს მხარს.   

კვლევა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში ჩატარდა. საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ს მიერ. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი.

კვლევის სრული შედეგები და ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე