63% ამბობს, რომ ოჯახში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა - IRI-ის კვლევა

05.04.21 17:54
63% ამბობს, რომ ოჯახში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა - IRI-ის კვლევა

IRI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 63% ამბობს, რომ ოჯახში ეკონომიკური მდგომარეობა გაუუარესდა, აქედან 20% ამბობს, რომ ძალიან გაუუარესდა. 

კითხვაზე თუ რა არის ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში, უმრავლესობა ასახელებს უმუშევრობას:

  • უმუშევრობას(65%)
  • მაღალი ფასები(37%)
  • სიღარიბე (26%) 
  • COVID-19 (16%)

 

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

კვლევის სრული შედეგები და ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

მსგავსი სიახლეები