"შეიძლებ,ა ავიცრა სწორედ ჩინური ვაქცინით" - ამირან გამყრელიძე

06.04.21 10:44
"შეიძლებ,ა ავიცრა სწორედ ჩინური ვაქცინით" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დეირექტორმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ის ვაქცინაციას აპრილის ბოლოს გეგმავს და შესაძლოა, ჩინური "სინოფარმით" აიცრას. ამის შესახებ გამყრელიძემ ტვ პირველში, ეკა მიშველაძის "საჯარო პოლიტიკაში" საუბრისას თქვა. 

მე დეკემბერში გადავიტანე კორონა, მე აპრილის ბოლოს მომიწევს და აუცილებლად ავიცრები, იმით არ ავიცრები, რომ სალაპარაკო აგვხდე, შეიძლება, ავიცრა ჩინური ვაცქინით," - თქვა გამყრელიძემ.

 შეგახსენებთ, ჩინური ვაქცინის 100 ათასი დოზა საქართველოში 3 აპრილს ჩამოვიდა, თუმცა მისი გამოყენება ჯერ არ მიმდინარეობს. ჩინურ "სინოფარმს" ჯერ არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. 

მსგავსი სიახლეები