მე და ჩემი კოლეგები სათანადო პასუხს გაგცემთ - ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე ქუთაისის მერს მიმართავს

06.04.21 10:54
მე და ჩემი კოლეგები სათანადო პასუხს გაგცემთ  - ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე ქუთაისის მერს მიმართავს

შენ, იოსებ,  ისტორიაში იქნები სამარცხვინო მერი - “Kutaisi today”-ს ჟურნალისტი, ბუბა ჩივაძე,  ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილს, მიმართავს. ბუბა ჩივაძე საკუთარ “facebook” გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ჟურნალისტი ქუთაისის მერს უკანონო ბრძანებების გაცემაში ამხელს და ძალადობაში ადანაშაულებს. ის იოსებ ხახალეიშვილს სამარცხვინო მერს უწოდებს და ჰპირდება, რომ მას  და მისი ოჯახის ყველა წევრს ამხელს.

ბუბა ჩივაძე  ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს.
 

ის, რაც ქუთაისისი მერმა განახორციელა, პირდაპირ ურტყამს სახემწიფო სამსახურებს. რადგან მან კიდევ ერთხელ უკანონო ბრძანება გასცა, რომ აეკრძალოთ ჟურნალლისტებს სახელმწიფო დაწესებულებაში გადადგილება და მათზე განხორციელდეს უკანონო თვალთვალი შენობაში. 
ხოლო მისი მითითებით ; მერიის შესაბამის სამსახურს გაავრცელებინა ინფორმაცია, რომ ვითომ, გვესაჭიროება ელექტრონული საშვის გაცემა. კადრებში თქვენ კარგად ნახავთ, რომ უპრობლემოდ გადავაადგილდები . ისინი განმარტავენ, რომ შენობაში გადასაადგილებლად ჟურნალისტს არ ევალება,რომ ინფორმაცია მიაწოდოს ქუთაისი მერს : სად? ვისთან ?რატომ?... შევდივართ. 
ამგვარი ძალადობა არცერთი მერის მიერ არ განხორციელებულა და შენ , Ioseb Khakhaleishvili ,იქნები ისტორიაში სამარცხვინო მერი, რომელსაც მე და ჩემი კოლეგები სათანადო პასუხს გავცემთ! ვერც შენი ცოლი, შენი ცოლის დაქალები ვერ ჩააგდებთ ქალაქს ჭაობში. მზად ვარ, ვამხილო შენი ოჯახის ყველა წევრი. სამარცვინო ხარ და იქნები. 
მზად ვარ, ჟურნალისტური საქმიანობის ხელიშეშლის გამო, რის შემდეგაც მოხდა არაადამიანური მოპყრობა, მივმართო დიპლომატიურ კორპუსს
, -წერს ჩივაძე.

 

 “Kutaisi today”-ს ჟურნალისტი, ბუბა ჩივაძე, ამბობს, რომ ქუთაისის მერმა მედიის წარმომადგენლებს მერიის შენობაში შესვლა აუკრძალა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვის დასასმელად ჩივაძე იოსებ ხახალეიშვილის კაბინეტში შევიდა, საიდანაც პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოიყვანა. ჟურნალისტის თქმით, პოლიციამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მსგავსი სიახლეები