80 დღეზე მეტია, შიმშილობს, ე.წ. კუსაჩკა გადაყლაპა - პატიმრის და დახმარებას ითხოვს

06.04.21 11:21
80 დღეზე მეტია, შიმშილობს, ე.წ. კუსაჩკა გადაყლაპა - პატიმრის და დახმარებას ითხოვს

პატიმარი გიორგი თვაური შველას ითხოვს - მსჯავრდებულის ოჯახის წევრები კლინიკა "ვივამედთან" იმყოფებიან, სადაც თვაური მძიმე მდგომარეობით რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.  

პატიმრის და "ტვ პირველთან" ამბობს, რომ უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, პატიმარი კლინიკიდან ისევ გლდანის მეორე დაწესებულებაში გადაჰყავთ, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 

ჩემი ძმა 80 დღეზე მეტია, შიმშილობს. პროტესტის ნიშნად, ე.წ. კუსაჩკა გადაყლაპა და კლინიკაში გადმოიყვანეს. მუცელი აქვს გასიებული, ნაღველში კენჭი აქვს და საოპერაციოა, ფეხებიც გაუსივდა, თუმცა არანაირი ყურადღება არ ექცევა. ამ მდგომარეობის მიუხედავად დღეს ისევ ციხეზე გადაყვანას აპირებენ"- აღნიშნავს მსჯავრდებულ გიორგი თვაურის და. 

მისი თქმით, "ვივამედის" თანამშრომლები  პაციენტის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან. 

გლდანის ციხის პატიმარი, გიორგი თვაური, "ტვ პირველს" წერილს უგზავნის, სადაც ის გლდანის საპატიმროში  გაუსაძლის პირობებზე საუბრობს და ითხოვს, შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს. 

პატიმარი ამ დროისთვის "ვივამედის" კლინიკაში იმყოფება და ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება, თუმცა მისი თქმით, დაგეგმილია მისი ისევ საპატიმროში გადაყვანა. პატიმარი ტვ პირველის ჟურნალისტს თხოვს, მიმართოს სახალხო დამცველს, რომ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარდეს.