"პატრიოტთა ალიანსი" უფრო წინ დგას მათთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა - მამა ანდრია სარია საპატრიარქოზე

06.04.21 11:28
"პატრიოტთა ალიანსი" უფრო წინ დგას მათთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა - მამა ანდრია სარია  საპატრიარქოზე

მამა ანდრია სარია ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებულ მძიმე მდგომარეობასა და უკანონობაზე საუბრობს. მამა ანდრია მოუწოდებს საპატრიარქოს, დაუბრუნდეს კანონიერ ჩარჩოებს,სანამ  პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება. 

სამწუხაროა, როცა საპატრიარქოს წარმომადგენლები მხოლოდ საკუთარ თავს თვლიან ეკლესიად, დანარჩენი ხმა არის მიყრუებული. ,,პატრიოტთა ალიანსი" უფრო წინ დგას მათთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა, სამდივნო წყვეტს, ვისი წერილი გავიდეს, ვისი საუბრები იყოს მიღებული, როგორც ხმა ეკლესიისა, ეპისკოპოსებშიც კი არის შერჩევა. ვფიქრობ, უნდა გადახედონ თავიანთ ქმედებებს, სანამ ჩიხში შევა ეს მდგომარეობა, სხვას ნუ დააბრალებენ ასეთ მძიმე მდგომარეობას ეკლესიაში, უკანონობა შობს უკანონობას, გამოუვალ მდგომარეობას მათთვის, - ამბობს მამა ანდრია სარია. 

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება. 4 აპრილს  ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ეპარქიიდან სასულიერო პირები განკვეთა. მათ შორის არის მამა ათოგონე, რომელიც მიტროპოლიტის წინააღმდეგ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდა.